არჩევნებთან დაკავშირებით ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვერანაირი ფალსიფიცირება, ძალადობა და მოსყიდვა ვერ განხორციელდება და მეორეც, ეს საქართველოს წაიყვანს არა განვითარების, არამედ ჩიხის გზით - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 00:38, 24 Sep, 2020     895

ევროპული საქართველოს წევრი, ეუთოს საპარლამნეტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ამერიკელი დიპლომატების სტატიას ეხმაურება.

გიგი წერეთლის თქმით, ეს დიპლომატები არიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ ქართველ ხალხს და ადევნებენ თვალს იმ ვითარებას, რაც ხდება ქვეყანაში.

გიგი წერეთლის თქმით, დიპლომატების წუხილი ეხება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, სასამართლოს, 8 მარტის ხელშეკრულების სრულად შესრულებას და წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან დარღვევებზე, რომელთა გამოსწორებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რათა ქვეყანა არ წავიდეს ჩიხისა და პოლიტიკური დაძაბულობის გზით.

„ამერიკელი დიპლომატების განცხადება, ვფიქრობ არის ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ის ხალხია, ვინც გულშემატკივრობს საქართველოს, იყვნენ ჩვენთან ელჩები და ყოველთვის თვალს ადევნებდნენ ვითარებას, რაც ხდება საქართველოში. მათი წუხილი უკავშირდება ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკას, სასამართლოს, ოპოზიციასთან ურთიერთობებს და პოლიტპატიმრებს და შეთანხმებებს, რომლებიც იყო ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საყურადღებო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის არჩევნები, არჩევნებთან დაკავშირებით ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ ვერანაირი ფალსიფიცირება, ძალადობა და მოსყიდვა, თუ ვინმეს ეს აქვს ჩაფიქრებული, ეს ჯერ ერთი ვერ განხორციელდება და მეორც, ეს საქართველოს აბსოლიტურად საწინააღმდეგო გზით წაიყვანს, არა განვითარების, არამედ ჩიხის გზით და პოლიტიკური დაძაბულობის და არეულობის გზით.“ -განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42