გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი და ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მიერ წყალტუბოსა და სამტრედიაში მაჟორიტარად მის წარდგენაზე საუბრობს.
ტეკეწამყვანი აცხადებს, რომ შეთავაზებაზე თანხმობა წარდგენამდე 2 საათით ადრე განაცხადა.
"მთლიანობაში ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ამ დიდი რაღაცის ნაწილი არ მინდოდა, ვყოფილიყავი. პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არასოდეს ცხოვრების არცერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს... ომი ხომ ყოველთვის სხვადასხვაგვარია, პირდაპირი გაგებით ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც მთავარი ომის ხაზი გადის. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი," - ამბობს ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






