"2 წლის მერე, მეყოლება ლამაზი ოჯახი, მეყოლება მეუღლე და ვიქნები პაწუკას მოლოდინში“ – ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან
სამართალი - 22:58, 23 Sep, 2020     9245

გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს.

“გამარჯობა თამუნა, აქ ხარ დღეს და აქ უნდა იყო, სახლში ფეხს ვერ შეადგამ, სანამ ამას არ გაიაზრებ. შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ კეთილი ინებე და როგორც წესია ისე მოიქეცი. ამოიგე თავიდან. აღარ დაუშვა რომ მოწონხარ, ან მოწონდი.

ყველაფერი იყო შენი წარმოსახვის ნაწილი, როგორ ვერ გაიზრე, რომ შენ ხარ პატარა ბავშვი, რომელსაც წარმოდგენაში უნდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და რომელსაც უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეუძლია, არაა…

დაივიწყე, ნახვამდის, შენ არ ხარ ეგეთი ქალბატონი… ვერ იქნება და შენი ცხოვრება არ წარიმართება ასე, დროა შეეგუო, არ იქნება ნიკა, არ იქნება გურამი, არ იქნება დემური, არა აქვს მნიშვნელობა დროა ამას შეეგუო, არ არის შენი ცხოვრება ამაზე დამოკიდებული…

ამბობდი რომ რაღაცა ორაზროვან რაღაცეებს აკეთებს ნიკა, ეს ყველაფერი გეჩვენებოდა და აძლევდი ისეთ ინტერპრეტაციებს, როგორც გინდოდა… გინდოდა რომ ასე ყოფილიყო…

ნიკას უბრალოდ უნდა კარგი კომპანია, კარგი თანამშრომლები, რომლებსაც მერე კარგად “აპახავებს”… მათ შორის შენ ხარ ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი და სხვა არავინ.

არ გაქვს ამის უფლება, შენ წინაშე, შენი მშობლების წინაშე და სხვა ადამიანების წინაშე… ის თუ არის ასეთი, შენ არ ხარ ასეთი…

დროა შეეგუო, რომ ხარ რიგითი თანამშრომელი და აღარ მისცე ის ელფერი, რასაც აძლევდი ხოლმე… აღარ იფიქრო ამაზე, გთხოვ… ნიკას აქვს სხვა მიზნები, შენ მისგან ძალიან განსხვავებული ხარ, ნუ იქცევი იმ ადამიანად, რომელიც მას უნდა რომ იყო, შენ ამას ინანებ, გავა დრო და ისეთ ადამიანად გადაიქცევი, ამ ურთიერთობის ჩამოყალიბების ხარჯზე დაკარგავ შენ თავს და შენ ეს არ გჭირდება, დამიჯერე.

ეს არავის სჭირდება, უნდა მოიქცე შესაბამისად, აღარ დაუშვა მსგავსი, აიყვანე თავი ხელში, ასე შენ თავს ავნებ…

შენ ხარ შენი თავის პატრონი და შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო. დიდი ნაბიჯები უნდა გადადგა. უნდა განვითარდე, ისწავლო, გახდე მნიშვნელოვანი, უნდა დაამტკიცო, რომ ეს შეგიძლია. სწავლა, სწავლა, სწავლა, დროა, თამუნა გაიზარდო.

ნუ ეჯიბრები სხვას… შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს, სხვა არავის. იცი, შენ ეს, ხომ იცი? და რატომ იმეორებ, იცი და გამოიყენე რა… ეს ნერვებს გინგრევს და ეს მერე აისახება შენ შვილებზე, შვილებზე, რომლებიც ჯერ არ დაბადებულა, რომლებიც ძალიან გიყვარს და რომ ცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ცხოვრობ… შენ ხომ მათთვის ყველაფერი გინდა? დამიჯერე, უფლის წყალობით, 2 წლის მერე, გეყოლება ლამაზი ოჯახი, გეყოლება მეუღლე და იქნები პაწუკას მოლოდინში, ხო?”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42