გიორგი და ლევან ყარამანიშვილები გადაცემა "პოზიციაში" საქართველოს პარლამეტის წევრის განცხადებას ეხმაურებიან.
"თინა ხიდაშელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი2 ის მფლობელების თაობაზე, გადაცემა პოზიციაში თინა ხიდაშელმა განაცხადა, თითქოს ყარამანიშვილებმა უკანონოდ მოიპოვეს თბილისში სამარშუტო ხაზების ბიზნესი, ასევე დაადანაშაულა დამფუძნებლები უკანონო ქმედებებში ტელეკომპანიის მფლობელობასთნ დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ახლა და არც მანამდე, არ გვქონია არავითარი კავშირი ქალაქ თბილისის სამარშუტო ტრანსპორტთან, ასევე, ტელეკომპანია რუსთავი 2 იმყოფება ჩვენს კანონიერ მფლობელობაში და ჩვენს მიერ ტელეკომპანიის შესაძენად განხორციელებული, არც ერთი ტრანზაქციით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა.
ვწუხვართ, რომ ქალბატონი ხიდაშელის თვდასხმები ტელეკომპანიაზე და მის დამფუძნებლებზე, იღებს მიზანმიმართული და თანამიმდევრული ტენდენციის სახეს, რითიც საქართველოს ხელისუფლების მაღალი წარმომადგენელი ლახავს დამფუძნებლების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და ზეწოლას ახორციელებს თავისუფალ მედიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






