“ქართული ოცნება” გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 17:38, 23 Sep, 2020     1038
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის აქტიურ გამოყენებაზე საუბრობს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ოცნების ყოველი განცხადება არჩევნების სამართლიანად და სტანდარტებში ჩატარებაზე არის ყალბი, რადგან ქართული ოცნება გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურს.

„ყალბია კარსმომდგარი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე “ოცნების” ყოველი განცხადება.

ყალბია, რადგან “ოცნება” გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს - საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულების იძულებით მხარდაჭერას. მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მმართველი ძალის აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

უპირველესად, მოვუწოდებ იმათ, ვინც აცნობიერებს მოხელეთა და საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ სხვა პირთა სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლების მნიშვნელობას, როგორც არჩევნების სამართლიანად ჩატარების, ისე მთელი პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის ნორმალური განვითარების საქმეში.

გაბედეთ და უარი თქვით თქვენი ნების წინააღმდეგ ხელისუფლების სასარგებლო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე! ერთად ვუთხრათ "არა" “ოცნების” მზაკვრულ გეგმას, დაშინების, არალეგალური ფულადი და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ხარჯზე, შეინარჩუნოს უსამართლოდ მიტაცებული ძალაუფლება!

თითოეული თქვენგანის გაბედული არჩევანი გახდება თქვენი ღირსეული ცხოვრების და მთელ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილების, სწრაფი, სწორი, წარმატებული, დემოკრატიული განვითარების მყარი საფუძველი!

კარგად მესმის, როგორი რთულია ამის გაბედვა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მაგრამ დღეს თქვენი სინდისიერი, სამართლიანი არჩევანი შეუქცევადს გახდის საქართველოში სამართლის უზენაესობის ასე ნანატრ პროცესს და საბოლოოდ დაგვაზღვევს მსგავსი ანომალიური მმართველობებისგან.“ -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42