ამ კრიზისიდან გამოსვლის არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ გააჩნია და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 17:19, 23 Sep, 2020     830
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, ეკონომიკის ეს უმძიმესი კრიზისი მოიტანა მთავრობის არასწორმა ეკონომიკურიმა პოლიტიკამ. ბაქრაძემ აღნშნა, რომ ამ ვითარებას ვერ გამოასწორებს ეს მთავრობა, რადგან მათ არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა არ აქვთ.

დავით ბაქრაძის თქმით, ამ კრიზისიდან ამოსვლას სჭირდება კონრეტული გეგმა, წნეხის შემცირება მოსახლეობაზე და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ბაქრაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ლარის მდგომარეობა ასახავს იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ქვეყანა და მოსახლეობა. უკვე წლებია ლარი უფასურდება ისე, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმევა მთავრობის მხრიდან, ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა არასწორი მენეჯმენტის შედეგად, ამას ემატება უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და საბიუჯეტო ვალდებულებები, რომლითაც უხვად დატვირთა ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტი. ამიტომ, ამ ყველაფრის შედეგად, ლარი უფასურდება ყოველდღე და ეს უმძიმეს ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ჩვენს მოსახლეობას.

გამოსავალი აქედან გახლავთ მხოლოდ ერთი, 31 ოქტომბერს ამ მთავრობის მოშორება, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დაწყება. კერძოდ, გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების რადიკალურად შემცირება, უაზრო რეგულაციებისა და შეზღუდვების გაუქმება, ხალხისათვის მეტი ქონების გადაცემა და ამ ყველაფრის შედეგად, ლარის კურისის გამყარება და მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღება.

ამის გაკეთების არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ გააჩნია და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ, ერთადერთი გზა ლარის გამყარების და ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების და კრიზისიდან გამოსვლის არის არჩევნების გამოყენება გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.“ - განაცხადა დავით ბარქაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42