ეს ეგზისტენციალური ომია ქვეყნის გადარჩენისთვის და ამ ომის გმირი სწორედ ქვეყნიდან უსამართლოდ განდევნილი მიხეილ სააკაშვილია! - "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 15:17, 23 Sep, 2020     1317

დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს უნდა თავს მოგვახვიოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ყალბი ფორმულა:

„კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე“!

ეს ფორმულა ყალბია იმიტომ, რომ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ობიექტურად სჭირდება შესაბამისი მასშტაბის ლიდერი! ამ შემთხვევაში კი წვრილ-წვრილი პოლიტიკოსები „გვთავაზობენ“ გამარჯვებას და მასშტაბურ ცვლილებებს ტოპ-ლიდერის გარეშე, რაც, ჩემი აზრით, სრული უტოპიაა და თავშივე განწირულია დამარცხებისთვის!

დემოკრატიული ლოზუნგებით შენიღბული ეს თავსმოხვეული ყალბი ფორმულა ემყარება იმ არასწორ აქსიომას, რომ თითქოს განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არცერთ ვარიანტში მარტოს არ შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილის გაკოტრებული რეჟიმი!

ამის დამამტკიცებელ არგუმენტად იშველიებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს (რომელიც აჩვენებს, რომ მოცემულ მომენტში ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაა ჯამური რეიტინგი ქართული ოცნების რეიტინგზე მეტი). ბევრს „რატომღაც ავიწყდება“ ბევრად უფრო რეალური, პრაქტიკულად უალტერნატივო სცენარი. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და როცა საქმე საქმეზე მიდგება

კრიტიკულ სიტუაციაში სავსებით შესაძლებელია საზოგადოების განწყობის კიდევ უფრო რადიკალურად შეცვლა ძალის მთავარი ცენტრის - ნაციონალური მოძრაობის და მასთან ალიანსში მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ!

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტური ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გარდა იმისა, რომ სრულიად გაკოტრებულია (როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად), სამომავლოდაც სასიკეთოს ვერაფერს გვთავაზობს და შესაბამისად - პერსპექტივაშიც დაღმავალ მრუდზე მოძრაობს. ივანიშვილის ხელისუფლება მსოფლიო პროგრესის დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს და მას პოლიტიკური გადარჩენის თეორიული შანსიც კი არ გააჩნია, მაშინ როდესაც სააკაშვილის გაცილებით დიდი პოტენციალი მთლიანობაში წარმატების ბევრად მეტ იმედს იძლევა, როგორც წარსულში საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების, ასევე უკრაინაში მისი აქტიური მოღვაწეობის და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მიერ ძლიერ რეგიონულ ლიდერად აღიარების გამო.

ისიც მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ სირაქლემას პოზაში მყოფი ქართული ოცნების მხარდამჭერების ერთი ნაწილის გარდა, მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ კარგად იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უსამართლო დევნაშია სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და პუტინს თავისი ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვის მთავარ საფრთხედ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია მიაჩნიათ!

სწორედ ამიტომ:

სრულიად ნათელია, რომ შექმნილ სიტუაციაში გამარჯვების ერთადერთი სწორი ფორმულაა: „ფართო ოპოზიციური კოალიცია სააკაშვილის ლიდერობით“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42