22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ხუმარაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებას და ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვენ.
"სამმართველოს პოლიციას უნდობლობას ვუცხადებ და შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ჩემი შვილის საქმე, რომ ეს პიროვნება დააკავონ. მტკიცებულებებს ელოდებიან, რა მტკიცებულებებს ელოდებიან? საკმარისი ის არ არის, მოვიდა, სცემა ჩემი შვილი და თვითმკვლელობამდე მივიდა"- აცხადებს ნენე ხარხერაული.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.
მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან. ხუმარაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ბექაური ხუმარაშვილს აიძულებდა, მუნიციპალიტეტის მერის - მეჭიაურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.
მასალის გამოყენების პირობები






