ერთიანი სია ენმ-სთან - დავით ბაქრაძის განცხადება
პოლიტიკა - 15:20, 23 Sep, 2020     801

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ენმ-ის მიერ ერთიანი სიის შემოთავაზებაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლზარიზაციას, რომელიც დღეს ისედაც დიდი პრობლემაა. ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, მრავალპარტიული მათვა, ხოლო ეს შემოთავაზება ამის საწინააღმდეგო იყო.

დავით ბაქრაძის თმით, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რატომ არ დათანხმდა ენმ საერთო კანდიდატებს და რატომ აირჩია ვიწრო პარტიული გზა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მას სჯერა რომ ოპოზიცია ერთიანად ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა.

ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე უარყოფითი შეფასება მოყვა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში და ნიშნავს დაფრთხობას ყველა იმ ამომრჩევლის, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი და ვინც ეძებს ქვეყანაში მრავალფეროვან არჩევანს. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია და ჩვენი პოზიცია ამ შეთავაზებაზე იყო მკაფიოდ უარყოფითი.

რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებები მოტანა 4 მილიონი ქართველისათვის, რომელიც დღეს არის კრიზისულ და უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ ჩვენივე გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ მთლიანად ხალხზე. ამიტომ, გამორიცხულია და არ და ვერ გვექნებოდა ასეთი ტიპის რაიმე მოლაპარაკება ნაციონალურ მოძრაობასთან.

მთლიანობაში, მთელი ეს საკითხი და ამ თემის წამოჭრა ემსახურება იმ ამოცანას, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემა, რატომ არ დათანხმდა ენმ ერთიან მაჟორიტარების კანდიდატებს, იმიტომ, რომ ერთიანი კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა პირველივე ტურში დაგვემარცხებინა ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია ვიწრო პარტიული გზა, ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანმებაზე და მეტიც, თბილისში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა ისანში. ამიტომ, მთავარი პრობლემა დღეს გახლავთ სწორედ ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებსა და სკამებზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, ერთიანად ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც უკაშირდება თბილისში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერას და ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ღერძი მომავალი კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის, სადაც წარმოდგებილი იქნება ყველა ოპოზიცური პარტია.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42