"ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია" - ლევან კობერიძე
პოლიტიკა - 15:02, 23 Sep, 2020     928

"დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია"- „ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრებას ეხმაურება.

კობერიძის თქმით, მინისტრი უნდა რეაგირებდეს და იყოს კეთილსინდისიერი პროფესიონალი ექიმის დამცველი, რაც არ ჩანს.

„ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის ჯანდაცვის სექტორის, ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება! ვაყენებ მინისტრის პირად პასუხისმგებლობას! ბატონი ვახტანგი ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი ექიმია, რომელიც იმყოფება სისხლის სამართლის პატიმრობაში და ეს პატიმრობა არის უკანონო. შესაბამის სტრუქტურებთან როგორც მისმა ოჯახის წევრებმა, ასევე ჩვენც ვცადეთ დიალოგი, თუმცა უშედეგოდ. ვახტან ყიფიანი სრულიად უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რადგან პროფესიულ საბჭოს არ განუხილავს ეს საკითხი. მინისტრმაც აღიარა ინტერვიუში, რომ მათ შორის საკანონმდებლო პრობლემებიც შეინიშნება და საჭიროა ამ ხარვეზების გამოსწორება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი რჩება პატიმრობაში. ვიცით ბატონი ვახტანგის კეთილსინდისიერება, ამიტომ ეს ყველაფერი მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ის არის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი, ასე ვახასიათებ, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე მწვავე რეაგირება მინისტრისგან უნდა მოდიოდეს და მინისტრი უნდა იყოს ამ პროფესიონალი, წესიერი ექიმის დამცველი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ექიმ ყიფიანის საქმეში არანაირი თაღლითობის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჯანდაცვის სექტორის ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება,"- აცხადებს კობერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42