“ლარის კურსის ერთადერთი შველა, ქვეყანაში მძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:43, 23 Sep, 2020     812

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ 40 მლნ დოლარის დახარჯვა ისევე არაეფექტური იქნება, როგორც უკვე დახარჯული 400 მილიონი დოლარის შემთხვევაში აღმოჩნდა. ვაშაძის განცხადებით, მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია პოზიტიური მოლოდინი გააჩინოს ქვეყანაში და დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უნდა წავიდეს, მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება და ლარს არაფერი ეშველება.

„უმძიმესი მგგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მლნ დოლარის შემთხვევაშიც. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. დღეს ეკონომიკაში საშინელი ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისი დროს დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად არაფერი გააკეთა, მხარი არ დაუჭირა, არანაირი რეფორმა არ შესთვაზა. ამ ფონზე გამოდიან და ხალხს ატყუებენ რომ ქვეყნაში ყველაფერი კარგად არის! ეს ნიშნავს, რომ ის კოლაფსი და კრიზისული მდგომარეობა მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება. სწორედ ეს განწყობა რომ შეიცვალოს რადიკალურად და ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა წინ წავა, მოსახლეობას დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს და გავაძლიერებთ ბიზნესს! ამისათვის კი აუცილებელია ამ ხელისუფლების ცვლილება. გარდა ამ დიდი ცვლილებისა ქვეყანაში ვერაფერი ვერ შეძლებს ნეგატიური მოლოდინების შეცვლას პოზიტიური მოლოდინებით. მოვუწოდებ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის პრემიერ გახარიას, ძალიან გთხოვთ, ცოტა ილაპარაკეთ და ნუ აკეთებთ უაზრო განცხადებებს. ნუ დადიხართ კომუნისტურად გამოწკეპილი პიჯაკებით და ნუ აკეთებთ თქვენი გადმოსახედიდან განცხადებებს, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ნუ გვაჯერებთ, რომ საჩხერის მოდელი თურმე საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა და თითოეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აჩენს იმ ნეგატიურ, კოლაფსურ სიტუაციას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ლარის კურსის ერთადერთი შეცლა, ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ეს ძლავრი და პოზიტიური მოლოდინის შექმნას შეუძლია, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებითაა შესაძლებელი," - გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42