“ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას "m2 ჯგუფი“ ოქტომბრის დასაწყისში განაახლებს
პოლიტიკა - 13:25, 23 Sep, 2020     924

თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ აქტიურად მუშაობს.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობაა, რაც ვიზუალური თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხები გადაიხადეს, საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ და იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, ვერ მოხერხდა ამ მშენებლობების დასრულება. დაახლოებით, 180 ობიექტია თბილისში, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. ჩვენ 2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შევქმენით, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს. გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამშენებლო კომპანია „m2“-ს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ კონკრეტულ ობიექტებზე მშენებლობები უკვე დაწყებულია და სამი წლის განმავლობაში,ყველა ის ადამიანი, ემიგრანტი, ვინც საცხოვრებელ ფართებს ელოდა, ბინას უკლებლივ ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანია „m2 ჯგუფთან“, რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს. ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში, ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ. იცით, რომ 2006-2008 წლებში დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და წარმოიშვა სერიოზული პრობლემები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადამიანები უშედეგოდ ელოდებიან ფართებს. მშენებლობის მოცულობიდან და დაზარალებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, კომისია ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. უკვე დასრულების ფაზაშია ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც. აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. დაახლოებით, 6 000-მდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე, ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42