ივანიშვილის დავალება ძალოვანებს - "ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ დასაბოტაჟისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 13:04, 23 Sep, 2020     1021
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს - ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში , საგარეჯოსა და გურჯაანში ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

ეს პიროვნება ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე, ზარები განხორციელდა შემდეგი ნომრიდან - 551-15-49-73.

ეს პიროვნება იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლიციური სცენარის მითითებებით.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება არის ყალბი იდენტობის, რომელიც სუსი-ს დაკვეთით შეიქმნა საარჩევნო პროცესების საბოტაჟირების მიზნით და ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული საკითხი.

ჩვენს მიერ გადამოწმდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაირკვა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძის სახელზე, არამედ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა არ იძებნება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სიაში.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სუსი-ს პროექტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ქართული ოცნება აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს.

ჩვენ შევიტანთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს მთავარ პროკურატურაში , რათა გამოიძიონ რეალურად ვინ ატარებს ამ ნომერს, რეალურად ვისი დაკვეთით ხორციელდებოდა ეს ზარები.

ჩვენ გვერდში გვიდგას საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც მიუხედავად ამ გლობალური პანდემიისა გამოაგზავნა დამკვირვებლები არჩევნებისთვის. ამ მიზანში ჩვენ გვერდში გვიდგას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებს და არა იმ საბოტაჟურ პროცესებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ მეთოდებით მიმართავს“ - განაცხადა თიკა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42