ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება, თუ არ გააქტიურდა ოჯახის ექიმის ისნტიტუტი და არ მოხდა ტესტების მარაგების დროულად შევსება - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 12:57, 23 Sep, 2020     836

“სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საქართველოში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. ამავე დროს, ჩიხლაძე მოქმედ მთავრობას კრიზისიდან დაღწევისა და ვირუსთან გამკლავების ორ მნიშვნელოვან მექანიზმს სთავაზობს - დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა.

„სამწუხაროდ, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ციფრები კვლავინდებურად მზარდია და დღეს უკვე 220-ზე მეტი შემთხვევა დაიფქსირდა. ჯანდაცვის სისტემა სრული კოლაფსის და ჩამოშლის წინაშედგას. ორი მნშვნელოვანია მექანიზმი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ კორონა ვირუსის ინფექციას ეს არის დიაგნოსტიკა - დროული გამოვლენა და დროული მკურნალობა. სისტემას ორი მიმართულებით ძალიან სერიოზული ჩავარდნები აქვს.

ჩვენ ვხედავთ ტესტირებასთან დაკავშირებით შექმნილ ქაოსს, ტესტირების მექანიზმი სრულიად აუწყობელია, ადამიანებს 3-4 დღე ვერ აძლევენ სათანადო პასუხს და არ ხდება ინფორმაციის დროული მიწოდება. მენეჯმენტი არის სრულიად დაულაგებელი, აუწყობელია ალგორითმი და გაუმართავია მექანიზმი, რაზეც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი და გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ მარტიდან მოყოლებული ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, მარტში ვსაუბრობდით არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც გველოდა სექტემბერში. მნიშნელოვანი და საეჭვოა ისიც, რომ მზარდ ციფრებთან ერთად ტესტირების მაჩვენებლები მცირდება, ნაცლად მისა, რომ გაიზარდოს. ეს კიდევ ერთხელ მიუნიშნებს არასწორ მენეჯმენტსა და ცუდად აწყობილ მექანიზმზე.

თვის დასაწყისში ჩვენ მოვისმინეთ, რომ 120 000 ტესტი იყო მარაგში და თუ გადავთვლით ფაქტიურად, ეს მარაგი უკვე ამოწურულია და დამატებით ველოდებოდით 500 000 ტესტის შემოსვლას, რომელიც რასაკვირველია საკმარისი არ იქნება, თუნდაც ერთი თვის მარაგის შესავსებად. ძალიან მნიშვნელოვანია ის კატასტროფული ჩავარდნა, რომელიც უკავშირდება პაციენტების მოვლას, ჰოსპიტალში განთავსებას და საერთოდ ადგილების არსებობას, რადგან მხოლოდ რამდენიმე ასეული ადგილია მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანები მივიღოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს უკვე ქვეყანაში ყოველდღიურად გამოდის, რომ სამ დღეში საერთოდ ადგილებიცაღარ იქნება, რისი ნიშნებიც ცალკეულ რეგიონებსადა საავადმყოფოებში უკვე გვაქვს. ამიტომ ჩვენი მეორე მოთხოვნა და ინიციატივა რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი გამოვდივართ ეს არის, რომ სასწრაფოდ გააქტიურდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და მსუბუქი, ე.წ. უსიმპტომო პაციენტების მოვლა, მკურნალობა და მართვა დაიწყოს ბინის პირობებში,წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად გადაივსება საავადმყოფოები და მათ შორი,ს უკვე მძიმე პაციენტების მიღების და მკურნალობის შესაძლებლობას შეექმნება სერიოზული საფრთხე. სულ მალე ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება, თუ ეს ორი მექანიზმი: ტესტირების ალგორითმი და მენეჯმენტი, და არ მოხდა ტესტების მარაგების შევსება დროულად და მეორე- ოჯახის ექიმის რგოლის გააქტიურება, რომლისთვისაც სახელმწიფოს 6-7 თვე ჰქონდა და არაფერი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაინებულია, სასწრაფოდ, ახლა მაინც შესაძებლობების ფარგლებში მოხდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ამოქმედება, " - სერგო ჩიხლაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42