მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას არ ააშენოს მოედნები პარლამენტის გვერდით და ნუ დააკნინებს ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 12:44, 23 Sep, 2020     868

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, ქუთაისის მერობის კანდიდატთან, ამირან ძოწენიძესთან ერთად, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა არ ააშენონ საფეხბურთო მოედნები პარლამენტის შენობის გვერდით.

ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ეს ქალაქი კვლავ უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკუირ ცენტრი, ხოლო როგორც კახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით ხელს უშლის ამ პერსპექტივას.

ოთარ კახიძე ხელისუფლებასა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, სხვა ადგილას ააშენონ საფეხბურთო მოედნები და ნუ დააკნინებენ ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს პარლამნეტის მიმდებარედ საფეხბურთო მოედნების მშენებლობას, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ხელი, მსგვასი პროქტებით, ამ პერსპექტივას.

საფეხბურთო მოედენების მშენებლობა, თავისთავად, კარგი ინიციატივაა და ქუთაისში შეიძლება არაერთი სხვა ადგილის გამონახვა ამ საქმისათვის. მაგრამ, ებრძოლო იდეას და ამ იდეასთან ბრძოლისათვის გამოიყენო ასეთი მეთოდები, გაფლანგო საბიუჯეტო სახსრები, არის ჩვენთვის მიუღებელი ქმედება.

მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას, მიხედოს თავის საქმეს და ქუთაისში ფეხბურთის განსავითარებლად აირჩიოს სხვა ადგილი და ნუ დააკნინებენ პარლამენტის და ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისში დაბრუნდეს პარლამენტი და ქალაქს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის.“ -განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42