გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ან წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 12:15, 23 Sep, 2020     787

„ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე“ - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, პარტიას მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია აქვს და ამ ხაზის გადაკვეთას არ აპირებენ. მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოკლევადიანი საარჩევნო პროექტი კი არა არამედ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაა.

„სტრატეგია აღმაშენებელს გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ან წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ.

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თუ გვინდა წარმატება, ჩვენი ეროვნული ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, აღმშენებლობისა და ერთიანობისკენ მივმართოთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის მოკლე ვადიანი საარჩევნო პროექტი. ეს არის საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და დიდი ხნით ვაპირებთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ დიდაქტიკურ ტონს იმ პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც:

1. თავად მიუძღვით ლომის წვლილი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და დღეს ისე აქებენ სააკაშვილს, როგორც წარსულში ივანიშვილს, ან პირიქით, ისე ლანძღავენ ივანიშვილს, როგორც წარსულში სააკაშვილს.

2.ადამიანებისგან, რომლებიც პირადად წარმოადგენენ დარღვეული შეთანხმებებისა და პირობების ნათელ მაგალითს და ურცხვად ცდილობენ ამის სხვისთვის დაბრალებას.

3. ადამიანებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი და ყველა არჩევნების წინ იმის მიხედვით იცვლიან პოლიტიკურ აზრსა და განწყობას, რაც უფრო დაეხმარებათ პირადი კომფორტის ზონის მოპოვებაში.

ჩვენთვის პრინციპულად მუღებელია მსგავსი ფსევდო მორალი და მავნე პოლიტიკური კულტურა, სიტყვით და ქმედებით ყოველდღიურად ვემიჯნებით მას“ - პაატა მანჯგალაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42