გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:07, 23 Sep, 2020     755

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგიდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გაუარესებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი ამოწურა, რადგან მათი გათვლა არ იყო გრძელვადიანი და მხოლოდ მოკლევადიან, არჩევნებამდე პერიოდზე იყო გათვლილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გახარიას მთავრობას არ აქვს ის კონკრეტული სტრატეგია, რომლითაც ის მოახერხებს ეფექტურად მართოს კორონაკრიზისი.

„გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა.

ეს რესურსი ამოიწურა არა იმიტომ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, არამედ იმიტომ, რომ გახარიას მთავრობას არც ჰქონია გრძელვადიანი გათვლა. მათი "სტრატეგია" იყო: არჩევნებამდე მივიდეთ და მერე რაც იქნება, იქნება.

ამ მიდგომის შედეგია, რომ ჯანდაცვის სისტემა ისევ იქაა, სადაც 7 თვის წინ ვიყავით. რა თქმა უნდა, ცალკეული საავადმყოფოები მოემზადნენ, რა თქმა უნდა, ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ წნეხს გაუძლონ, მაგრამ არ ჩანს ზოგადი სქემა:

- როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებულთა მზარდი ნაკადის მართვას და გადანაწილებას

- რა როლი აქვს პირველად ჯანდაცვას (სეზონური გრიპის ფონზე!)

- აღჭურვილია თუ არა სამედიცინო პერსონალი დაცვის საშუალებებით

- უზრუნველყოფილია თუ არა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (სოფლის ამბულატორიიდან დაწყებული მრავალპროფილური საავადმყოფოთი დასრულებული) ინფექციის კონტროლი

- გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს სამედიცინო სექტორი ფინანსურად

ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ინფიცირებულთა რიცხვი, სიკვდილიანობის პროცენტი - მათემატიკურ სავარჯიშოებად დაგვრჩება, თუ მას თან არ სდევს კრიზისი მართვის გამართული სტრატეგია.

ასეთი სტრატეგია გახარიას მთავრობას არ აქვს.“ -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42