ეს არის საშუალება, რომლითაც ადამიანებს ექნებათ პირდაპირი გავლენის მოხდენის საშუალება გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაზე - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 10:52, 23 Sep, 2020     835

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო.

გიგი უგულავას თქმით, დღეს როგორც ზუგდიდში, ისე მთლიან საქართველოში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. უგულავას თქმით, ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო დებს ხელშეკრულებას მოქალაქეებთან და იღებს შესრულების ვალდებულებას იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანას მოუტანს გარდამრტეხ ცვლილებებს.

„აქ ქალაქ ზუგდიდში, ისევე როგორც ზუგდიდის რაიონის ყველა სოფელში, ერთი და იგივეს გაიგონებ, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ცვლილებების დრო არის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ეს არის გავრცელებული შეგრძნება, რაც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ყველგან. ამავე დროს, ჩვენი მოვალეობაა, რომ ვუთხრათ ხალხს რა იქნება შემდეგში, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა შემდეგში, რას მოიტანს ეს გარდამტეხი ცვლილებები და ამ თვალსაზრისით, ჩვენ, ევროპული საქართველო, თითოეულ მოქალაქეს, ვუტოვებთ ხელშეკრულებას, ერთი ნიმუში რჩება მოქალაქესთან, ხოლო მეორე ინახება პარტიაში. ეს არის ის საშუალება, რომლითაც ადამიანებს ექნებათ პირდაპირი გავლენის მოხდენის საშუალება გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაზე, რადგან ეს არის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.

სწორედ ვალდებულებაა, რომ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და რომ 2000 ლარზე მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს. აქ არის საუბარი პენსიის, სოციალური დახმარებისა და დევნილების შემწეობის გაორმაგებაზე და მთავრობის ბიუროკრატიის შემცირებაზე 2 მილიარდი ლარით, ისევე როგორც გადასახადების დაწევაზე.

ეს არის ყველა ის ღონისძიება, რომელმაც ეკონომიკა უნდა დაძრას მკვდარი წერტილიდან, ამიტომ, გარდამტეხ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შევხვდეთ ახალ წელს.“- განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42