სამართალდამცავებს მივმართავ დროულად გამოიძიონ "სტრატეგია აღმაშენებელზე" განხორციელებული ძალადობის ფაქტები, როგორც ჩანს ვიღაცას ჩვენი მზარდი რეიტინგი აღიზიანებს - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 22:47, 22 Sep, 2020     1232
"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი თეონა აქუბარდია სამართალდამცავებს მიმართავს დროულად გამოიძიონ პარტიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ეს განპირობებული იყოს "სტრატეგია აღმაშენებლის" მზარდი რეიტინგით, რამაც მოქმედი მთავრობა გააღეზიანა და სპეციალური ჯგუფების გამოყენებით ახდენენ მათი სარეკლამო მასალების დაზიანებას.

„უშაკოვის ქუჩაზე დააზიანეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ბანერი. ნაცვლად იმისა, რომ მერიის სამსახური კანონით დადგენილი წესით ახორციელებდნენ თავიანთ უფლება-მოსილებას და ახდენდნენ ასეთი ქმედებების ჩამდენი პირების დაჯარიმებასა და გამოვლენას, ისინი აჯარიმებენ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. ამ ფონზე უმოქმედოდ არის პოლიციაც, იმის ნაცვლად რომ იძიებდეს ანალოგიურ დანაშაულებებს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პოლიციას ვანდალიზმის ფაქტებზე, ჯერჯერობით არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიტანილი იერიში. როგორც ჩანს მათ აღელვებთ ჩვენი მზარდი რეიტინგი და ეს იერიშებიც სწორედ ამით არის განპირობებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე პოლიციას თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული. პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ასეთ ფაქტებზე. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ სამწუხაროდ „სტრატეგია აღმაშენებელთან" დაკავშირებით როგორც ჩანს გაღიზიანებულია კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩვენს პლაკატებს მიზანმიმართულად უკვე არაერთგზის აზიანებს და ამით ცდილობს, რომ დაგვიპირისპირდეს. ამის მიუხედავათ რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და მოვითხოვთ რომ კანონის სიმართლით დაისაჯოს ყველა ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ახორციელებენ და არღვევენ კანონს" - აცხადებს თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42