მინდა ვიყო მიმტან-მომტანი, მთავრობასა და ხალხს შორის - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მსახიობმა თამარ მაყაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთრში განაცხადა.
თამარ მაყაშვილის თქმით, მას გაჩუმება აღარ შეუძლია და უნდა, რომ თავის გუნთან ერთად, რომლებიც უბრალო ადამიანები არიან ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს.
"არასდროს არ ვყოფილვარ პარტიის წევრი, არც ახლა ვაპირებ პარტიის წევრობას, არ მიზიდავს. მოდით ცოტა მსახიობურად მივუდგები, როგორც ხელოვანი და გეტყვით ბატონი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს: ხმას ამოიღებ ვაია, არ ამოიღებ ვუი, ვინც ლაპარაკობს ტყუის, ვინც დუმს ისიც ტყუის. ცოტა მომბეზრდა დუმილი.
კულტურული პროგრამა მაქვს საოცარი, რომელსაც შევთავაზებ ჩემს ამომრჩეველს. ჩვენ კულტურული განვითარების ქვეყანა ვიყავით. ახლა რატომღაც ნელ-ნელა უკან მივიწევთ. გასაგებია რომ პოლიტიკოსად არავინ არ იზრდება, არ იბადება, მე ვუზივარ ახლა ამ ყველაფერს, ალილუიასავით ვიზუთხავ და ვსწავლობ.
რამდენი ხანია ამ უბანში ვცხოვრობ, მაჟორიტარად მოდის ვიღაცა და 3 თვე აქტიურობს, მერე ყველას ვავიწყდებით ჩვეულებრივად.
საოცარი სიდუხჭირეა და ეკონომიკური პრობლემები, მინდა გითხრათ, რომ ილია მახსენდება, ხიდჩატეხილობის პრობლემა არის და იყო ყოველთვის და ახლაც არის, მე მინდა ვიყო მღაღადებელი, მიმტან-მომტანი მთავრობასა და ხალხს შორის, რაც მე თვითონ მაკლია წლებია," - განაცხადა თამარ მაყაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






