"შოკირებულია... მეზობელმა დაინახა, მხოლოდ ის თუ როგორ შარდავდა ბრალდებული ეზოში..." -15 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის პირველი კოემნტარი და მძიმე ბრალდება პოლიციას
სამართალი - 18:05, 22 Sep, 2020     5164
15 წლის ბიჭის შესაძლო გაუპატიურების საქმემ მთელი საქართველო შეძერა. დღეს "ნიუპოსტმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრში, 15 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით, მისივე მეზობელი, 68 წლის მამაკაცი დააკავეს.

ჩვენი წყარო ყვებოდა, რომ ი.გ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვზე ჯერ კიდევ მაშინ ძალადობდა, როცა მოზარდი 11 წლის იყო. ბოლო ძალადობის ფაქტს კი ბავშვის მეზობელი შეესწრო და პოლიციას შეატყობინა.

დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე პოლიციის გამოჩენისა და სავარაუდო მოძალადის გამოკითხვის შემდეგ, მამაკაცმა გონება დაკარგა და საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.

დაკავებულის ოჯახის წევრები და მეზობლების ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ფაქტის არ სჯერათ, თუმცა ვერც იმას ასახელებენ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეზობელს, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

ამასთან, "ნიუპოსტის" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა ისიც, რომ ბრალდებულის ოჯახი ბავშვის მშობლებთან მოლაპარაკებასაც კი ცდილობდა, მეზობლებს კი ხელმოწერების შეგროვებას სთხოვდა, რომ მამაკაცი გაეთავისუფლებინათ.

დაკავებულის ადვოკატი, ალი ბადიროვი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ მის კლინენტს ჯანრთელობა იმდენად აქვს შერყეული, რომ ის ვინმესთან სექსუალური კავშირის დამყარებას ვერც კი შეძლებდა.

"ამ კაცს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. 20 წელიწადზე მეტია, რაც მარტოა, და ჯანრთელობის პრობლემის გამო, დაოჯახებაზე უარს აცხადებდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, სქესობრივი აქტის განხორციელება არ შეეძლო. ბრალდება თავიდან ბოლომდე მეზობლის ჩვენებაზეა აგებული. მეზობელმა კი დაინახა, როგორ შარდავდა ეზოში ი.გ. და როგორ უყურებდა მას არასრულწლოვანი. სხვა სერიოზული მტკიცებულება ამ საქმეში არ არსებობს. ეს მოხუცი კაცი შოკირებულია და დუმილის უფლებას"- აცხადებს ბადიროვი.

რაც შეეხება სურატების გადაღებასა და შემდეგ შანტაჟს, უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს და მასაც ფოტო-ვიდეო გადაღების ფუნქცია არ აქვს.

ადვოკატი "ნიუპოსტთან" სამართალდამცავთა მხრიოდან მოზარდზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს:
"მოზარდსაც აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა. პირადად ვესაუბრე მას და ამბობს, რომ პოლიცია მას ხელზე ჩქმეტდდა და ასე ცდილობვდა სასურველი ჩვენების მიღება - ეუბებოდა, რა უნდა ესაუბრა. ამას ბავშვის დედაც ადასტურებს"- აღნიშნავს ალი ბადიროვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება "ნიუპოსტზე" გასული მასალის შემდეგ გაავრცელა.

გომელაურის უწყების ინფორმაციით, "ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა".

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი













მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42