ყველას სურვილია რომ მოხდეს სერიოზული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სიტუაცია შეიცვალოს მთელ საქართველოში - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 18:36, 22 Sep, 2020     1009

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ბაღდათის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი წერეთლის თქმით, როგორც ამ სოფლებში, ისე მთლიანად რეგიონში, არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება არ ფიქრობს. გიგი წერეთლის თქმით, ამ უიმედობისა და უპერსპექტივობის შეცვლას სჭირდება მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები.

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში მაქვს შეხვედრები ბაღდათში, რამდენიმე სოფელში ვიყავი, ფერსათში, შუბანში, კიდევ ვაგრძელებ ამ შეხვედრებს და ვხედავ ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსახლეობას, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები ყოველდღიურად, რათა გაუძღვენ საკუთარ ოჯახებს.

აქ არის უმუშევრობა, ადამიანებს შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვთ, პენსიითა და მცირე ხელფასით ადამიანები ვერაფრის ყიდვას ახერხებენ, ძალიან ბევრი ადამიანი უცხოეთში არის წასული და ეს დიდი დარდია მათი ოჯახებისათვის და არის უპერსპექტივობის შეგრძნება.

ყველას სურვილია რომ მოხდეს სერიოზული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სიტუაცია შეიცვალოს როგორც ბაღდათში, ისე იმერეთში და მთელ საქართველოში.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42