დაჭრილი პატიმრები - რა მოხდა გლდანის N8 დაწესებულებაში (პენიტენციური სამსახურის განცხადება)
პოლიტიკა - 16:21, 22 Sep, 2020     908

გლდანის N8 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში სისხლიანი გარჩევა მოხდა სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განმარტებით, სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

"2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.

2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ (ბრალდებულია საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობა) და მსჯავრდებულებმა გ.შ.-მ (მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 276-ე მუხლის II ნაწილით, - ქურდობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა) და შ.ჭ.-მ (მსჯავრდებულია 179-ე მუხლის II, III ნაწილებით, 177-ე მუხლის III, IV და 160-ე მუხლის III ნაწილით - ყაჩაღობა, ქურდობა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით. პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი"- ნათქვამია "ნიუპოსტისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42