ივანიშვილიზმი არა მხოლოდ ახლა უნდა ამოიძირკვოს ქართული პოლიტიკური რეალობიდან, არამედ აღარ უნდა განმეორდეს - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 15:59, 22 Sep, 2020     778

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ის მდგომარეობა რომელიც ქვეყანაშია, გაუცხოება, კორუფცია, ბიუროკრატების ერთადერთი სურვილი გაისქელონ ჯიბეები, უნდა დასრულდეს და ამას სჭირდება რადიკალური, ფუნდამენტალური, გარდამტეხი ცვლილებები.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ის ევროპულ საქართველოს სწორედ იმ მიზეზით შეუერთდა, რომ ევროპულმა საქართველომ ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის დრამატული შეცდომები და იცის, რა არის სამართლიანობა და ჰუმანურობაზე ორიენტირებული მმართველობა.

„საქართველში წლებია ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ამ ხანძარს ლოკალურად კი ვერ ჩააქრობ, კი ვერ უშველი შეგონებებით და თეორიებით, არამედ უნდა ჩაერთო ამ ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც შედეგად მოიტანს იმას, რომ ივანიშვილიზმი არა უბრალოდ ახლა ამოიძირკვება ქართული პოლიტიკური რეალობიდან, არამედ აღარ განმეორდება, როგორც არ განმეორდება ოცნებამდელი წლების დრამატული სისტემური დანაშაულებები.

ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ქვეყანა, ყველა ხვდებოდეს, რომ ხელისუფლება მისგან გაუცხოებული კი აღარ იქნება, ხელისუფლება მარტო იმით კიარ იქნება დაკავებული, რომ კორუფციის ჭაობში ამყოფოს ქვეყანა და გაიმდიდროს, გაისქელოს ჯიბეები, დაამახინჯოს ბათუმი და ყველადერი იკადროს იმისათის, რომ თავად იყოს კარგად, კომფორტულად, ხალხი კი ამყოფოს მონობაში.ეს რომ დასრულდეს, ამიტომ საჭიროა რადიკალური, ფუნდამენტალური ცვლილებები.

დღეს, ქართულ პოლიტიკურ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე, თითზე ჩამოსათვლელია ის პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მხრივ რეალური გარდაქმნების ლოკომოტივის როლი შეასრულოს. ევროპულმა საქართველომ მოახერხა ის, რომ ყველაზე უკეთ გაითავისა წარსულის შეცდომები, მათ შორის დრამატული შეცდომებიც. ეს არის გუნდი, ვისაც ყველაზე კარგად ესმის რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა და ყველაზე კარგად იცის, რომ დანაშუალებრივი შეცდომები შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შემოვიტანთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მთავარს, სამართლიან წესრიგს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებზე, ჰუმანურობაზე ორიენტირებულ მმართველობას. ეს შესაძლებელია არა სიტყვებით, თუნდაც ისეთით, როგორიც ახლა მე მოგმართეთ, არამედ მოქმედებით, უანგარო, თავგანწირული, პატიოსანი და პროფესიონალური ძალისხმევით ადამიანებისა, ვისაც შესწევს იმის უნარი, რომ თქვას და გააკეთოს.“ -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42