კრიზისიდან გამოსვლის მაგივრად, მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე იღებს კეთილდღეობას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:54, 22 Sep, 2020     677

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის ზრდასა და მთავრობის უმოქმედობაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი ბოლო წლებში უკიდურესად გაიზარდა, ქვეყანაში არ განხორციელებულა დიდი ინფრასტრუქტურტული პროექტი, არ აშენებულა პორტი ან ნავსადგური და რაიმე სტრატეგიული ობიექტი. ბაქრაძის თქმით, ეს თანხა წავიდა კორუფციულ გარიბებებსა და ბიუროკრატების ჯიბეებში.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ვალის გადახდა მოუწევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი გადასახადებით. როგორც ბაქრაძე ამბობს, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი 31 ოქტომბრის არჩევნები და გარდამტეხი ცვლილებებია.

ქვეყანაში არ ჩანს არაფერი ხილული, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც ვიტყვით, რომ დაფინანსებულია ამ ვალით, არ აშენებულა ახალი ნავსადგურები და პორტები, არ აშენებულა ახალი ქალაქები, დღემდე დაუსრულებელია ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც უნდა დასრულებულიყო რამდენიმე წლის წინ. ამიტომ, სად წავიდა ეს თანხა არავინ არ იცის, წავიდა როგორც ჩანს და გადანაწილდა მთავრობის ჯიბეებში, ბიუროკრატიის ხარჯებში, ჯორუფციაში, ფუფუნებაში, ტენდერების „ატკატებში“ და ამის ფასი უნდა გადავიხადოთ თითოეულმა ჩვენგანმა.

დღეს, თითოეულ ახალშიბილს ამ ქვეყანაში, დაბადებიდანვე აქვს 7500 ლარის ვალი, ამ მთავრობის გამო. ამ მთავრობის მოქმედების გამო, თითოეულ ოჯახს აქვს უზარმაზარი ვალი. არავის არ ეგონოს, რომ ეს ვალი არის სადღაც სხვაგან, არა ეს ვალი უნდა გადაიხადოს მთვარობამ ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ანუ ჩვენ უნდა მოგვაკლდეს რაღაც, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს პენსია, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს სოციალური დახმარება, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს გზა, ჩვენ შვილებს უნდა მოაკლდეს სკოლაში განათლების ხარისხი, ჩვენს მასწავლებლებს უნდა მოაკლდეთ ხელფასი და ამით უნდა გავისტუმროთ ეს ვალი ყველამ ერთად.

მთავრობა, რომელიც საკუთარ თავზე ხარჯავს ამხელა ფულს, ახდევინებს ამის ფასს მოსახლეობას და ამაშია სწორედ ძირითადი პრობლემა, რომ კრიზისიდან გამოსვლის მაგივრად, მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე იღებს კეთილდღეობას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს.

ერთადერთი გამოსავალი გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნები, გარდამტეხი ცვლილებები და იმ გუნდის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს სახით, რომელიც მართლაც გარდამტეხი ცვლილებებით შეცვლის იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩააყენა ქვეყანა.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42