პარტია "რეფორმერი" ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს
პოლიტიკა - 14:41, 22 Sep, 2020     915

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" გამოდის ინიციატივით, ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად დაინერგოს ელექტრონული არჩევნების მოდელი, რომელიც არ იძლევა არჩევნების გაყალბების საშუალებას.

პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია ამომრჩევლისთვის.

როგორც პარტია "რეფორმერში" აცხადებენ, ყველა არჩევნების დროს ჩვენი მოქალაქეები დგებიან ერთი და იგივე პრობლემის წინაშე. მათ უწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით. ეს არის პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უნდა ჩავიდნენ რეგიონებში, რაც მათთვის დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან.

იგივე სირთულეები არსებობს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. რომელთაც საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევთ საარჩევნო უბნებზე მისასვლელად და ხმის მისაცემად.

თორნიკე ჯანაშვილი: ელექტრონული არჩევნების ამ მოდელს ევროპულ ქვეყნებში დიდი პრაქტიკა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესტონური მოდელი, რომელიც წლების წინ დაინერგა და ეფექტურად მუშაობს.

ელექტრონული არჩევნების სისტემა, იმის გარდა, რომ იცავს ამომრჩევლის ხმას გაყალბებისგან, არჩევნებს ხელმისაწვდომს გახდის უფრო მეტი ამომრჩევლისთვის და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას მოიტანს ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნება.

როგორც ვიცით, ამ სისტემის დანერგვაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააჩქაროს ეს პროცესი" - აცხადებს პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42