წყვილი, რომელიც 50 წელი ქორწინებაში იყო, კორონავირუსისგან გარდაიცვალა მაშინ, როცა მათ ერთმანეთის ხელი ეჭირათ. 67 წლის ჯონი ლი ფიფლზი და მისი მეუღლე დარლინი ერთ წუთიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ 2 სექტემბერს.
ოჯახი იმან მაინც გააბედნიერა, რომ ცოლ–ქმარმა უკანასკნელი წუთების გატარება ერთად შეძლო.
ჯონი და დარლინი ჩრდილოეთ კაროლინაში, სოლსბერიში ცხოვრობდნენ. მათი ახლობლები იხსენებენ, რომ მიუხედავად მათი დაუღალავი მცდელობისა კორონავირუსით არ დაინფიცირებულიყვნენ, მაინც ამ ვირუსით გარდაიცვლანენ.
მათი ვაჟი შეინი ამბობს:
„ისინი ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ 50 წლის განმავლობაში და გარდაიცვალნენ ხელიხელჩაკიდებულები, ასევე მიდიან ზეცაში. ჩვენს ოჯახს სურს გითხრად, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს. ეს ხუმრობა არ არის. ჩვენმა მშობლებმა თავდაცვის მკაცრი ზომები გაატარეს, თუმცა, სამწუხაროდ მაინც დაინფიცირდნენ“.
დარლინი ლაბორატორიაში მუშაობდა, მან პირველ აგვისტოს პირველი ნიშნები იგრძნო, თუმცა ტესტმა კოვიდ–უარყოფითი აჩვენა. მისი ოჯახი ფიქრობს, რომ ტესტი არასწორი იყო.
ომის ვეტერანმა ჯონიმ კი კორონავირუსის პირველი სიმპტომები 5 აგვისტოს გამოავლინა, ორი დღის შემდეგ კი ტესტის დადებითი პასუხი მიიღო.
ცოლ–ქმარი 11 აგვისტოს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის გაუარესებით. მათ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ. პიურველ სექტემბერს ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხუცების გამოჯანმრთელების შანსი აღარ იყო.
შეინმა CNN–ს განუცხადა: „გვითხრეს, რომ მათი გამოჯანმრთელების შანსი აღარ იყო, მამა ფილტვების ვენტილაციის საშუალებით ცოცხლობდა, მის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, დედას ორგანოები კი ერთმანეთის მიყოლებით ითიშებოდნენ“
ჯონისა და დარლინს სამი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავთ. პირველ სექტემბერს ცოლ–ქმარი ოჯახის მოთხოვნით ერთსა და იმავე პალატაში განათავსეს და ისინი ერთი წუთის ინტერვალით, ფილტვების ვენტილაციის გამორთვის შემდეგ გარდაიცვალნენ.
მასალის გამოყენების პირობები






