რუსეთის სამდეხდრო ბაზებისა და ტექნიკის გაძლირება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადება
პოლიტიკა - 13:33, 22 Sep, 2020     1117

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

ანგარიშში წარმოადგენილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოლიტიკა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. დოკუმენტში განხილულია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებები, რომელთა მეშვეობითაც ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. ამასთანავე, საუბარია იმ სამხედრო ბაზების გაძლიერებაზე, რომლებიც ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის შეთანხმებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა. აღნიშნული ვალდებულების საპირისპიროდ, რუსულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზები გააძლიერა და ახლების მშენებლობა დაიწყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაფორმებულ 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ომამდე მდომარეობის დაბრუნებასაც გულისხმობდა, იგივე ბედი ეწია. მისი შესრულების ნაცვლად, დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცია.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის გაზრდილ ჩარევას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. გამყოფი ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების უმეტესობის ჩაკეტვამ სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებების რიცხვი. გადაადგილების თავისუფლებაზე მკაცრმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების საარსებო პირობებზე, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ხელი შეუწყო ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას.

ანგარიშში ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების მკვლელობის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2014 წლიდან დღემდე განსაკუთრებული სისასტიკით საქართველოს ოთხი მოქალაქეა მოკლული: 2014 წელს - 18 წლის დავით ბაშარული, 2016 წელს - 31 წლის გიგა ოთხოზორია, 2018 წელს - 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, 2019 წელს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.

გამყოფი ხაზის გასწვრივ მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფსბ-ს ნაწილების განლაგება პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით ქართველებსა და აფხაზებს/ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობის კონტროლს ემსახურება.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებით მიმართავს.

საქართველოს მთავრობას

გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტების მიმართ; ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტების გამო საერთაშორისო დონეზე დააყენოს რუსეთის ფედერაციის, როგორც ორივე რეგიონში ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დასაცავად შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაძლიერებისა და უკანონო სამხედრო საქმიანობის საკითხი, რომელიც რისკს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, მუდმივი დღის წესრიგის მთავარ თემად წარმოაჩინოს როგორც საერთაშორისო ინსტიტუტებში, ასევე ქვეყნის პარტნიორებთან მუშაობისას.

საერთაშორისო ორგანიზაციებს

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას; გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულ რეგიონებში მუშაობის შესაძლებლობა მისცეს უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს; შეიმუშაონ ეფექტიანი მექანიზმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონის მშვიდი და უსაფრთხო განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42