დააკავებენ თუ არა მიხეილ რამიშვილს და რა აღმოაჩინეს ადვოკატის ტელეფონში - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადება
სამართალი - 13:06, 22 Sep, 2020     1908

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით.

გუმბერიძის განცხადებით, პროკურატურისთვის მნიშველოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რამიშვილის მობილურში სხვა სატელიტური ფოტოებიც აღმოჩნდა.

პროკურორმა რამიშვუილის მაგისტრი მოსამართლის წინაშე განმოკითხვა არ გამორიცხა.

ამასთან, გუმბერიძემ დასძინა, რომ გამორიცხულია, რამიშვილის ტელეფონიდან გამოძიების ხელში მოხვდეს სხვა ტიპის ინფორმაცია,რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

"ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც ეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. შემდგომ, როდესაც მის ტელეფონში აღმოჩნდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, ასევე ის სატელიტის ფოტოები, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს ჩვენ იმ ორი ფოტოსურათის გარდა, ასევე აღმოვაჩინეთ სხვა სატელიტის ფოტოსურათებიც, სხვა ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შესაძლოა ანალოგიურად შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას.

ამის შემდგომ მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, გამოთხოვის პროცედურა უშუალოდ ჩაგვეტარებინა ექსპერტის მონაწილეობით, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოპოვებულ ინფორმაციაზე ავთენტიკურობასთან, შემხებლობასთან, წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები და აგვერიდებინა უკვე შემდგომი განმარტებები,რასაც ადვოკატი გააკეთებდა. ამაზე მიხეილ რამიშვილი დაგვთანხმდა. აქ ერთი გარემოება იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავადმყოფოში იმყოფებოდა და დროებით შეგვეჩერებინა, ამიტომ მისი თანდასწრებით ტელეფონი დავლუქეთ, დაველოდეთ და შემდგომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წავედით. ტელეფონი მისი თანდასწრებით გაიხსნა, უშუალოდ ყველა პროცედურას ესწრებოდა. რაც შეეხება შეჩერებას, ასევე მისი ინიციატივით შეჩერდა. დღეს დავბრუნდით, იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა. შესაბამისად, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ რამიშვილმა გამოძიებას წარმოგვიდგინა მხოლოდ 2 ფოტოსურათი და მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა სატელიტის რამდენიმე ფოტოსურათი"- თქვა პროკურორმა.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შესალო დაკავებას, პროკურორი განმარტავს, რომ მიხეილ რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო.

შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული საფუძველი სჭირდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42