ჩვენ არ გვსურს ერთპიროვნული მმართველობა, ამიტომ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან და არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს
პოლიტიკა - 12:53, 22 Sep, 2020     953

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, როგორც ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს. ბაქრაძის თქმით, სწორედ ერთპიროვნულმა მმართველობამ მიიყვანა ქვეყანა მძიმე კრიზისამდე, ამიტომ ის და მისი გუნდი არ დაუჭერენ მხარს არც სააკაშვილს და არ ითანამშრომლებენ არც ივანიშვილთან.

„საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ვინმეს მხარდაჭერა მოუწევს, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და კოალიციური შეთანხმება. არავის არაფერი არ მოუწევს, თუ ნაციონალური მოძრაობა აიღებს ხმების საკმარის უმრავლესობას, მათ შეეძლებათ ვინც სურსთ ის დაასახელონ პრემიერობის კანდიდატად, თუ ნაციონალურ მოძრაობას დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ოპოზიციური პრემიერი, არავის არ მოუწევს, ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს ევროპულ საქართველოს და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, ამ მართველობამ შეიყვანა ქვეყანა ძალიან ღრმა კრიზისში, ამიტომ საუბარი იმზე, რომ ქვეყანაში კიდევ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს იგივე კრიზისის გაგრძელებას.

ამ მიზეზით ჩგვენ გამოვრიცხავთ შეთანხმებას ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან და ამავე მიზეზით არ ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშილს. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს ევროპულ საქართველოს ვერ აიძულებს, კოალიციური მთავრობა ნიშნავს შეთანხმებას, ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის აზრისთვის ანგარიშის გაწევას და ჩვენ აზრს და პოზიციას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებთ. ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, სისტემა, სადაც ერთი პარტია დომინირებს და აიძულებს სხვებს, რომ რაღაცაზე დაეთანხმოს, უნდა დასრულდეს, სწორედ ამას ჰქვია გარდამტეხი ცვლილებები ამ არჩევნებზე და სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ამ არჩევნებზე და თითოეულ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთპარტიული მართვა და უნდა დაბალანსებული, გაწონასწორებული მთავრობა, სადაც არავინ არავის არაფერს არ აიძულებს და პირიქით, ყველა ერთმანეთს და საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს, ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცეს ევროპულ საქართველოს.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42