რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ეს დამსხვრეული ოცნებების ხელწერაა - ნანა ტოხვაძე
პოლიტიკა - 12:10, 22 Sep, 2020     1063

„სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნისა და პედაგოგების სამსახურიდან გაშვების მწვავე საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით არჩვენებამდე საჯარო სკოლებში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, ახალი დირექტორთა გამოცდებისა და დანიშვნის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ამასთან, მოსალოდნელია მოქმედმა დირექტორებმაც თანამდებობა დატოვონ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, კოვიდ-19 პანდემიის გამო დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდები გადაიდო. გამოცდაზე რეგისტრირებული 2244 დირექტორობის მსურველი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია და საჯარო სკოლებში მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ მათ ადგილს. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ფაქტზე და პოლიტიკურად მოტივირებულ ელფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტრო არ ჩქარობს გამოცდის დანიშვნას, რადგან არასასურველ დირექტორებს უცერემონიოდ ათავისუფლებს პოსტიდან დაუდგენელი კრიტერიუმებით. ხოლო საარჩევნო მარათონში დახმარების სანაცვლოდ და "დამსახურებისამებრ" აპირებს შეუნარჩუნოს ადგილები დირექტორთა ნაწილს. კიდევ რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას და შეასრულებს მხოლოდ პროფესიულ ვალდებულებას! მივმართავ განათლების მინისტრს, ეყოს გამბედაობა, ჩამოხსნას პოლიტიკური წნეხი განათლების სისტემას და მისცეს საშუალება კომპეტენტურ კადრებს გავიდნენ გამოცდაზე. ასევე, თხოვნით მინდა მივმართო 2084-ვე საჯარო სკოლის დროებით ხელმძღვანელებს, ნუ გაცვლიან საკუთარ პოსტზე ქვეყნის და მომავალი თაობის პერსპექტივას, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი "დამსხვრეული ოცნებების პარტიის"ხელში," - აცხადებს ნანა ტოხვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42