მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ასახავს დავით ფურცხვანიძესთან მის კომუნიკაციას, ასევე, ფოტოების მოპოვებას - პროკურორი
სამართალი - 00:25, 22 Sep, 2020     2506

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

მისივე განმარტებით, საუბარია დავით ფურცხვანიძესთან რამიშვილის კომუნიკაციას ამსახველი ინფორმაციაზე და ასევე, სატელიტურ ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

„შესაბამისად, დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას რომ აწარმოებდნენ გამომძიებლები, მასში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ისევე, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე სატელიტის ფოტოსურათი, რაც წარდგენილი იქნა თავის დროზე მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებაში. შესაბამისად, რა ინფორმაციაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. საეჭვო რომ არ იყოს ავთენტურობა, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ უშუალოდ სპეციალისტის, ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება...შემდგომ მან განაცხადა, რომ ოჯახის წევრი ჰყავდა საავადმყოფოში, სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რათა დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი თანხმობით დალუქული ტელეფონი დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ადვოკატის დაბრუნებას ველოდებით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამომძიებლებთან ერთად წავა და უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული საქმის შესწავლის ნაწილში“, – აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ამ მტკიცებულებებს მიხეილ რამიშვილის დაკავება მოჰყვეს, პროკურორმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოჩნდა.

„მე თქვენ გიდასტურებთ, რომ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ასახავს დავით ფურცხვანიძესთან მის კომუნიკაციას. ასევე, ფოტოების მოპოვებას. აქ რამდენიმე ფოტოზეა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი მოცემულობით მივიღებთ მტკიცებულებას საქმეზე, რაც კიდევ ერთხელ განვმეორდები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხდება დღეს. რაც შეეხება სამომავლოდ ამ საქმეზე შეფასებას, რა თქმა უნდა, მე ამაზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

პროკურორის თქმით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი მოქმედება.

„პროკურატურის მიერ უმოკლეს ვადებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქმეზე, რაც უკავშირდება კონკრეტულად სატელიტის ფოტოებს, რაც წარდგენილი იქნა გამოძიებაში. ჩვენ დადასტურებული გვაქვს ფაქტი ექსპერტიზაზე, რომ ეს ფოტოები არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას. ბატონი ფურცხვანიძე თავად არ არის ჩამოყალიბებული, რამდენად რეალურია და სწორ ინფორმაციას ასახავს ეს ფოტოსურათები. მან გააჟღერა, რომ თვითონაც აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. რაც შეეხება მის დაკითხვას, გეტყვით, რომ დაკითხვის მიმდინარეობის დროს მის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული წყარო, ან რაიმე, რითაც ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ეს დოკუმენტები, ფოტოსურათებს ვგულისხმობ, რაც წარმოადგინეს გამოძიებაში, შეიცავდა რაიმე ნამდვილ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლით იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც ფურცხვანიძემ დაკითხვისას განაცხადა. მტკიცებულებების ფალსიფიცირების ნაწილში ჩვენს მიერ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და საზოგადოება გაიგებს საბოლოოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

კითხვაზე, თუ დამტკიცდება მტკიცებულებების ფალსიფიცირება, იკვეთება თუ არა მიხეილ რამიშვილის ბრალეულობა, პროკურორმა აღნიშნა, რომ თუ ფალსიფიცირების ფაქტი დადგინდა, შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42