ფარული აუდიო ჩანაწერი ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკთან - სანდრო ბრეგაძე ახალ სკანდალში ეხვევა (ვიდეო)
პოლიტიკა - 19:23, 21 Sep, 2020     2503

სანდრო ბრეგაძე სკანდალში ეხვევა - სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერის, აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, იგორ მოროზოვს ესაუბრება. იგორ მოროზოვი ფსბ-ს პოლკოვნიკი იყო და მას კგბ-ს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

აუდიოჩანაწერში იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს გარკვეულ ბიზნეს ინტერესებზე და "ფულის შოვნაზე" ესაუბრება. კერძოდ, რუსი მაღალჩინოსანი ინტერესდება, გაიყიდება თუ არა საქართველოში თხევადი გაზი. აუდიოჩანაწერი დაახლოებით 5-წუთიანია.

"ვაიბერში მოგწერ...იმიტომ რომ ცოტა ბიზნესით უნდა დავკავდეთ. თქვენ მანდ როგორ ხართ, გაზი? პროპანი? ბუტანი? თხევადი გაზი? ... ჩემი მეგობრები მთავაზობენ კარგ მოცულობებს მუდმივად. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეს ძალიან კარგად წავიდოდა, ამიტომ შენ თავზე თუ აიღებ ამ თემას", - მიმართავს იგორ მოროზოვი ბრეგაძეს.

ბრეგაძე წინადადებას თანხმდება და ამბობს, რომ საკითხზე მუშაობას აღდგომის შემდეგ დაიწყებს. რუსი ჩინოსნის თქმით, ის დააკავშირებს ბრეგაძეს ბიზნესმენთან, რომელიც 20 წელია ამ საქმეშია ჩართული.

"ბიზნესმენთან გაივლი კონსულტაციას. შენ დაგეყრდნობა. მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი მხოლოდ შენ შეიძლება იყო", - ამბობს მოროზოვი ჩანაწერში.

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბრეგაძე მედიასთან ამბობს, რომ მოროზოვი მისი და მისი ოჯახის დიდი ხნის მეგობარია, რომელთანაც ხშირად სხვადასხვა თემაზე საუბრობს.

"რატომ დუმს ჩვენი სამსახურები იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ხნის წინ 'რუხი მგლების' წევრები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და მათი სამიზნე ვიყავი მე? ამაზე რატომ არაფერს ამბობენ?! როცა მაფრთხილებენ რომ ერთი და იგივე ადგილას საჭმელი არ ვჭამო და მარტომ არ ვიარო, მაშინ რატომ არ იძახიან არაფერს?!

ახლა რაც შეეხება მოროზოვს - ეს პიროვნება არის ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი. ათწლეულებია ახლობლური ურთიერთობა გვაქვს. ამ ადამიანთან ბევრ საკითხზე მისაუბრია ბევრჯერ, ხან პოლიტიკაზე, ხან სპორტზე, ადამიანმა წმინდა მეგობრულად მთხოვა, გაზი გაიყიდება თუ არა საქართველოში", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

ბრეგაძე აცხადებს, რომ "დამონტაჟებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42