"ქართული ოცნება" არც IPSOS-ის კვლვებს ენდობა და პარტიულს უწოდებს. კალაძეს თქმით კვლევებს "თვალი მოკრა" და "ენმ" ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი - კვლევებს.
"ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველფერს ცდება|" - განაცხადა კალაძემ.
ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ კოალიციური მთავრობა არ იქნება და "ქართული ოცნება" არჩევნებს უპირობოდ მოიგებს:
„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით"- განაცხადა კახა კალაძემ.
IPSOS-ის კვლვით ირკვევა, რომ ხალხი ცვლილებებს ითხოვს, მზადაა ხელისუფლების შესაცვლელად.
ცნობისთვის, კვლევა ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას.
IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".
მასალის გამოყენების პირობები






