მიხეილ სააკაშვილი და გამარჯვების სწორი ფორმულა! – „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
პოლიტიკა - 14:37, 21 Sep, 2020     1055
ამ ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის არაერთი კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული საკუთარი დასკვნები და პოზიცია გაგვიზიარა „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ:

„როგორც IPSOS -ის 2020 წლის სექტემბრის თვეში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის რეალური პოტენციალი გააჩნია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მასთან კოალიციაში მყოფ გაერთიანებულ ოპოზიციას.

ამ კვლევებიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმისგან ქვეყნის განთავისუფლება მხოლოდ ერთიანი, ძლიერი ოპოზიციური ლიდერის თაოსნობითაა შესაძლებელი. ასეთი აშკარად გამოკვეთილი ლიდერი ამ ეტაპზე, როგორც კვლევებიდანაც კარგად ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთია - ესაა ქვეყნიდან დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ამოცანა თავისი არსით მარტივია, საკმარისია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მცირე პარტიების მჭიდრო კონსოლიდაცია, ერთიან ლიდერზე შეთანხმება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ფორმულა მზადაა!

თითქოს ყველაფერი ცხადია, მაგრამ როგორც სჩანს რეალურ პოლიტიკაში ორჯერ ორი ყოველთვის არ უდრის ოთხს. მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამდენი ბატალიების შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა ქვეყნის განთავისუფლების რეალური შანსი, 3 % და 4% - იანი პატარა პარტიების ზოგიერთ ლიდერს „უცბად უჩნდება“ პრემიერ მინისტრობის ყოვლად უსაფუძვლო ამბიციები, რაც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს.

როცა 3% და 4% -იან პარტიებს „უცბად უჩნდებათ“ პრემიერ მინისტრობის ამბიცია და ამ საბაბით იწყებენ ოპოზიციური ერთიანობის დამაზიანებელ შანტაჟირებას, ცხადია ეს აშკარად ხელოვნურად თავსმოხვეული დესტრუქციული ფაქტორია. თუმცა არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში ამ კინკლაობის მიზეზების ახსნა ამომრჩევლისთვის ალბათ მაინც საკმაოდ რთული იქნება და ეს ოპოზიციური ერთობისთვის ყველა ვარიანტში გარკვეული ზიანის მომტანი იქნება.

ოპოზიციის ერთიანობისთვის ასევე გარკვეული საფრთხის შემცველია პოლიტიკური რომანტიზმის საყმაწვილო სენით შეპყრობილი, თავისუფლების იდეალების გულწრფელად მოტრფიალე ზოგიერთი პატარა ჯგუფის პოზიციაც, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ასევე თამაშობენ დესტრუქციულ როლს. ზოგადად ალბათ კარგია რომ ისინი თავისი კრიტიკული აზროვნებით მომავლის გზას კვალავენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ადვილი შესაძლებელია რომ ე.წ. „მგლის შიშით“ გამარჯვების მთავარი შანსი ისე გაუშვან ხელიდან, რომ კარგად ვერც გაერკვნენ რა მოხდა და რატომ.

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ მთელი ეს მოარული შიშების დანერგვა „სააკაშვილის სისხლისმსმელი დიქტატურის“ დაბრუნების საფრთხეზე, რუსული იმპერიული პოლიტიკის და საქართველოში მათი ემისრების მიერ თავსმოხვეული პრიმიტიული პროპაგანდისტული ხერხია, რომლის მიზანია ჩვენი საზოგადოების დაქსაქსვა და საბოლოოდ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფების შეფერხება. ამიტომ

შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი , ჩვენი აზრით, იქნება არა მათ მიერ თავს მოხვეული ყალბი ფორმულა -„კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე“, არამედ პირიქით - „ფართო კოალიცია სწორედ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით“! ამ სიტუაციაში სწორედ ესაა გამარჯვების ერთადერთი სწორი ფორმულა, ალფა და ომეგა!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42