პრემიერის აღსარება
პოლიტიკა - 14:21, 21 Sep, 2020     953

რემიერი გიორგი გახარია მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას აგრძელებს. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი კი პრემიერის იმ განცხადებებს ეხმიანება, სადაც ხმამაღლა საუბრობს, რომ მმართველმა გუნდმა რვა წელში ვერ მოასწრო სისტემური ინფრასტრუქტურის გამართვა.

„ პრემიერმა გახარიამ აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას გზები დაეგო, გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები მოეგვარებინა (ბევრ რეგიონში წყალს ჯერ კიდევ ვყიდულობთ), ინტერნეტი ყველა სოფელში ვერ გაიყვანა (კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება), ხიდები ვერ ააშენა და ა.შ. მივმართავ გახარიას, ბატონო პრემიერო, შეგახსენებთ, რომ გარდა თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კიდევ ბევრი რამ ვერ "მოასწრო" "ქართული ოცნების" მთავრობამ რვა წლის განმავლობაში. მაგალითად, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ ჩაატარა რეფორმა განათლების სისტემაში, ვერ განავითარა ეკონომიკა, ვერ დაიჭირა ლარი, ვერ შეამცირა ემიგრანტების რიცხვი და კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ" - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას ეხმაურება. შამანიდის თქმით, დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახარიამ კიდევ ერთი სიმართლე თქვა: 4 წლის განმავლობაში 20 მილიარდს დავხარჯავთო, მაგრამ მაინც ვერაფერს გავაკეთებთო. ესეც მართალია, ბატონო პრემიერო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყაროთ, გამოსავალი ყოველთვის არის. მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 56, ბატონო პრემიერო და რაც ხალხს დაპირდით და ვერ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთებთ" - აცხადებს შამანიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42