პარტია "რეფორმერი" სესხების გადავადებას ითხოვს
პოლიტიკა - 14:05, 21 Sep, 2020     1054

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული სოციალური ფონი, ეროვნული ვალუტის კურსი, ინფლაციური პროცესები და მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა გააგრძელოს 2020 წლის ბოლომდე

მაია კუკავა, პარტია "რეფორმერის" წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე "რეფორმერი" გამოდის ინიციატივით, კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების სამთვიანი გადავადება. გადავადება შეეხოს იმ მოქალაქეებს და ბიზნესს, რომლებიც დაზარალდნენ კორონაპანდემიის შედეგად, დაკარგეს სამსახური და შეუმცირდათ შემოსავალი. მათ ამ პირობებში სასესხო ვალდებულებების დაფარვა მძიმე ტვირთად დააწვებათ.

როგორც "რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაატაროს ღონისძიებები ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ არ დაზარალდეს საბანკო სექტორი და კერძო ბიზნესის ინტერესები.

"რეფორმერის" ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა გაგრძელდეს 2020 წლის ბოლომდე და შეეხოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არიან ინდენტიფიცირებული, როგორც დაზარალებული პირები.

მაია კუკავა: დამატებითი საშეღავათო პერიოდით უნდა ისარგებლონ როგორც ფიზიკურმა, ასევე იურდიულმა პირებმა . გადავადება უნდა შეეხოს როგორც სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს, ასევე ავტოსესხებს, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს და სტანდარტულ ბიზნეს სესხებს.

სესხების საშეღავათო პირობებით უნდა ისარგებლოს ყველა იმ ბიზნეს-ოპერატორმა, რომელმაც ამ თვეებში განიცადა დიდი ზარალი და ვერც უახლოეს მომავალში შეძლებენ სესხებზე შენატანების განხორციელებას - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42