აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 12:45, 21 Sep, 2020     1072
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის მიერ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად, კახა გეწაძის დასახელებას ეხმაურება.

გიგი უგულავას თქმით, კახა გეწაძე არის პოლიტიკაში “მოჩალიჩე“ ტიპაჟი და მხოლოდ ფინანსური სარგებელი ადარდებს. უგულავა აღნშნავს, რომ ასეთი კანდიდატის დაყენება არის ამომრჩევლის აბუჩად აგდება და კახა გეწაძეს ბიძინას კაცის კაცს უწოდებს, რადგან როგორც უგულავა აღნიშნავს, გეწაძე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის(რიჟას) პარტნიორია.

ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ - კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალოჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, არათუ მაჟორიტარადდაყენება. აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა.

ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში.“ -აცხადებს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42