"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის საარჩევნო შტაბის წევრები, გელა დემეტრაძე და დავით ბალიშვილი, მას შემდეგ რაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, კვლავ ისევ კარანტინში არიან, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის ნებას არ აძლევენ.
დემეტრაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და იძულებითი კარანტინით ახალაციხის საარჩევნო შტაბის მუშაობა გააჩერეს.
"მე მქონდა ძალიან მსუბუქად შემხებლბობა- ხელი ჩამოვართვი უბრალოდ და იყვენენ იქ ისეთი ადამიანები მეგობრები, ნათესავები, რომლებიც მასთან ოჯახშიც იყვნენ, სუფრასთან ისხდნენ. ის ადამიანები ისევ ახალციხეში არიან თვითიზოლაციაში სახლებში და მე გამომკეტეს ბაკურიანში იმიტომ, რომ ჩამოვეცილებინე ჩემი საარჩევნო შტაბისთვის - ამბობს "მთავართან" დავით ბალიაშვილი.
მიზანმიმართულად მოხდა ჩემი და დათო ბალიაშვილის მოშორება. ტესტი აგვიღეს გუშინწინ. გუშინ იყო პასუხი და უარყოფითია", - ამბობს გელა დემეტრაძე.
ცნობისთვის, დემეტრაძე და ბალიაშვილი კარანტინში 14 სექტემბერს, ქელეხის სუფრიდან გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






