19 წლის ფეხბურთელის საქმე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი, შესაძლოა, საპროცესოთი გამოუშვან
სამართალი - 22:22, 19 Sep, 2020     2192

19 წლის ფეხბურთელის საქმე - "შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ნაწილმა შესაძლოა ციხე მალე დატოვოს. პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე კომუნიკაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქმე ეხება სამ ბრალდებულს ე.წ საბურთალოს დაჯგუფებიდან, რომლებიც ე.წ "აგარაკის ეპიზოდის" მონაწილეები არიან. დღეის მდგომარეობოთ, გამოძიება მათ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, პროკურატურა საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობს.

ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს შაქარაშვილის საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

"ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ აღნიშნულ ფაქტს. არ არიან ისინი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები. ფიზიკურად არ მაქვს ინფორმაცია. როგორც ჩემთვის ცნობილია, საპროცესო შეთანხმება არავისთან გაფორმებულა",-აცხადებს ნანა გუგუტიშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი "შაბათის ფორმულასთან"ამბობს, რომ შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას თავად ბრალდებულთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს.

"თუ შემოგვთავაზებენ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავფიქრდებით. გავივლი საბა ჩხარტიშვილთან კონსულტაციებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ სამ პირთან დაკავშირებით ბრალი შედარებით მსუბუქია იმიტომ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას ედავებიან",- აცხადებს დავით ჭიკაიძე.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 23 ივნისს მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42