მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათზე ძალადობა! - "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
პოლიტიკა - 18:07, 19 Sep, 2020     1695

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კვლავაც გრძელდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე ზეწოლა, სამოქალაქო აქტივისტებზე და პარტიის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ქუჩური თავდასხმები და ა.შ.

კონკრეტული ფაქტები უკვე იმდენად ბევრია, რომ უკვე საერთო ნეგატიურ, ძალადობრივ ფონზე და საარჩევნო გარემოს მკვეთრად გაუარესებაზე შეიძლება არგუმენტირებულად საუბარი. დროში შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია თუნდაც ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ძალიან საგანგაშო ფაქტები გავიხსენოთ :

- სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, პარლამენტის დეპუტატის მიერ განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმა ახალქალაქში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ აქტივისტებზე,

- თავდასხმა დმანისში, ოპოზიციონერი დეპუტატობის კანდიდატის - კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრზე და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება,

- თავდასხმა თბილისში, სამგორის საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო ოფისზე და სასტიკი დარბევა,

- გუშინ განხორციელებული თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში (იოსებიძის ქუჩაზე) - დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს და ა.შ.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტების დროს პოლიცია, როგორც წესი, ძალიან პასიურია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ან საერთოდ არ ცდილობენ ინციდენტების პრევენციას, ან რეაგირებენ დაგვიანებით და თანაც აშკარად პოლიტიკური მიკერძოების ნიშნით, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევებს ან საერთოდ არ იძიებენ, ან გამოძიების პროცესს დროში უსასრულოდ წელავენ. ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ მოძალადეებზე ხელის დაფარება და ოპოზიციაზე განხორციელებული ძალადობრივი პროცესების წახალისება ხდება თავად ხელისუფლების მიერ. ამ ქმედებების მიზანია ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლა, მათი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.

საქმე ოპოზიციის უბრალო, მიკერძოებულ „ეჭვებს“ რომ არ ეხება და რომ საუბარია ჩვენი ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე, ამის შესახებ უკვე არაერთხელ ითქვა მსოფლიოს მოწინავე, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების, ევროპული და ამერიკული სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან. ამასვე ადასტურებს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის დამახასიათებელი, უკვე ნორმად ქცეული აგრესიული რიტორიკა და დაუფარავი სიძულვილის ენა, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკურ ოპონენტებთან ცივილური, დემოკრატიული ურთიერთობის ელემენტარულ წესებთან და პრინციპებთან.

ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული ცნობილი შეთანხმებისა და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არაერთი მოწოდებისა, კვლავ ციხეშია პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა!

რამდენიმე დღის წინ კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა ღიად მოუწოდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ოპონენტებზე ძალადობა და ქვეყანაში უზრუნველყოს ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა.

ჩვენ, „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“ , ვგმობთ აგრესიის და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. გამოვთქვამთ წუხილს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ სიტუაციასთან და ხელისუფლების მიერ შექმნილ არანორმალურ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

- დაუყონებლივ შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა და მათზე ძალადობა

- სასწრაფოდ გამოიძიოს ოპონენტებზე განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტი და დამნაშავეები დასჯილ იქნან კანონის მთელი სიმკაცრით

- შეასრულოს დადებული პირობა და დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი - გიორგი რურუა

- დროულად მოახდინოს რეაგირება და მიიღოს ყველა საჭირო პრევენციული და სხვა აუცილებელი ზომა, რაც უზრუნველყოფს ნორმალური, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42