ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
პოლიტიკა - 17:56, 19 Sep, 2020     1431
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.

„შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.

ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარტიებს შემდეგი ნომრები ექნებათ:

№1 – (პარტია) თეთრები;

№2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის;

№3 – ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა;

№4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ;

№5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”;

№6 – მომავალი საქართველო;

№7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;

№8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;

№9 – გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია;

№10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

№11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;

№12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის;

№13 – რეფორმერი;

№14 – ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი;

№15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო;

№16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;

№17 – ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო;

№18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;

№19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი;

№20 – საქართველო;

№21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია);

№22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა;

№23 – ახალი ძალა;

№24 – ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები;

№25 – თავისუფალი დემოკრატები;

№26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”;

№27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი;

№28 – ქართული ფესვები;

№29 – დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა;

№30 – შეცვალე საქართველო;

№31 – თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;

№32 – სახალხო პარტია;

№33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ);

№34 – სოციალური სამართლიანობისათვის;

№35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;

№36 – გირჩი;

№37 – საქართველოს ქრისტიან - კონსერვატიული პარტია;

№38 – იბერიელთა ერთობა;

№39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირ;

№40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე;

№41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;

№42 – რეფორმატორები;

№43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის);

№44 – ქართული იდეა;

№45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა;

№46 – გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის;

№47 – ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია;

№48 – არჩევანი სამშობლოსათვის;

№49 – ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი;

№50 – პროგრესული საქართველო;

№51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;

№52 – სერგო ჯავახიძე - ევროატლანტიკური ვექტორი;

№53 – ტრადიციონალისტები;

№54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები;

№55 – ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა;

№56 – ლელო;

№57 – მამულიშვილთა ორდენი "სამშობლო";

№58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;

№59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;

№60 – საქართველოს განვითარების პარტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42