პარტია "რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში ნომერი 13 -ით მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 17:14, 19 Sep, 2020     1245

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" 13 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.

19 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა საარჩევნო სუბიექტების წილისყრის პროცედურა. პარტია "რეფორმერს" ნომერი - 13 წილისყრის პროცედურის შედეგად მიენიჭა.

პარტია "რეფორმერი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა 2020 წლის 10 აგვისტოს. "რეფორმერი" პოლიტიკურ პარტიად დაფუძნებამდე წარმოადგენდა ახალგაზრდულ პლატფორმას და ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ეს პროექტები მიმართული იყო ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისა და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის.

პარტია "რეფორმერმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვაკის, მთაწმინდის, ისნის, გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, აგრეთვე ბათუმისა და მცხეთა-თიანეთი-დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებში.

თორნიკე ჯანაშვილი, პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე: " 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი არჩევნები. 30 წელია, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები ტრიალებს, ისინი გვაძლევენ დაპირებებს ხან ერთი, ხან - მეორე პარტიიდან, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. ამ პროცესებში იკარგება დრო. რეფორმერი არასდროს გახდება ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამიტომაც დავიწყეთ ახალი, განსხვავებული პროცესების შექმნა.

დღეს საქართველოს წინაშე დგას მწვავე პრობლემები ქვეყნის ყველა სტრატეგიული მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოებით..

ჩვენ თავი მოვუყარეთ წარმატებულ, მოტივირებულ და პროფესიონალ ადამიანებს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით, რომლებსაც რეფორმერის პლატფორმა აძლევს საჭირო ინსტრუმენტებს და საშუალებებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთვის. სადაც, გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი " - აცხადებს პარტია"რეფორმერის" დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42