გიგი უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, ხოლო ამ ადამიანების ერთადერთ იმედად დარჩენილი პორტი, ბიძინა ივანიშვილმა რუსების დავალებით არ ააშენა.
უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი გუნდის ამოცანა იქნება ამ პორტის აშენება, რათა როგორც რეგიონს, ისე მთლიანად საქართველოს მოუტანოს კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები და გარდამტეხი ცვლილებები.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, ჩემ წინ არის ხიდი და აქეთ არის უკვე აფხაზეთის მიწა და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აფხაზეთის მიწაზე. აქ მთავრდება განმუხური და აქ არის ბოლო ბლოკ-პოსტი და იქით უკვე დგანან რუსი მესაზღრეები, რუსი ოკუპანტები, რომლებიც ყოფენ ჩვენ ქვეყანას და წარმოადგენენ აქ საფრთხეს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ბატონმა ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა, პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და ვინიცის, იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე.
დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს.
ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის.
ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






