ივანიშვილი ზევსი გგონიათ, ადამიანები კი საკვებსა და მედიკამენტებს ვალით ყიდულობენ საკუთარი ბავშვებისთვის - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა - 16:00, 18 Sep, 2020     1228
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუარესება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას.

"თებერვალში თქვენ გააკეთეთ განცხადება ქალბატონო ნათია, რომ ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დინამიკა არის ჯანსაღიო. გარდა იმისა, რომ მცდარია თქვენი პროგნოზები, მე მაინტერესებს კონკრეტულად სიჯანსაღეს რომელ მაჩვენებლში ხედავთ? იმაში რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში თუ იმაში, რეგიონებში პედიატრები როცა ამბობენ, 1 წლამდე ბავშვების 95% -ის ავადობა სწორედ ცუდი და არასათანადო კვებით არის განპირობებული? თუ ის არის ჯანსაღი თქვენი აზრით, რომ რეგიონში ყველაზე მაღალია საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი. 2005 -2006 წლებში, როცა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყავით, ლარის კურსი იყო 1.8, ახლა როცა მინისტრი ხართ, ლარის კურსია 3.2. მიუხედავად ამისა, თქვენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ასეთი მყარი არასდროს ყოფილა ლარიო. ქალბატონო ნათია, ამით თქვენ საქართველოს მოქალაქის ინტელექტს აყენებთ შეურაცხყოფას თუ მათ მეხსიერებას? თქვენ თუ არ გახსოვთ, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყავით, მათ ახსოვთ, 100 დოლარის სესხისთვის 180 ლარი რომ სჭირდებოდათ, ახლა კი 320 ლარი სჭირდებათ. ეტყობა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პრობლემაა მოსახლეობის 70%-სთვის, ვალებით გააქვთ ადამიანებს თავი, თვიდან თვემდე ვალებით ცხოვრობენ. ვალებით ყიდულობენ მედიკამენტებს, საკვებს საკუთარი ბავშვებისთვის. ეს არის რეალობა და არა ის, რაზეც საუბრობთ. მაშინ როცა ადამიანები საშიმშილოდ იყვნენ გამოკეტილები სახლებში, პანდემიის პერიოდში, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ბიუჯეტს ივანიშვილის ბიუჯეტის მხრველები ხრავდნენ. ასიათასობით ლარს ხარჯავდა ავეჯზე გომელაური, კალაძე კი ფოიერვერკებზე და ეს არ გაღელვებთ? ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. თაღლითი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირისა და უპერსპექტივობის გარდა, ეს რეალობაა, როცა მოსახლეობის 1% მდიდრდება, 99%-ის გაღარიბების ხარჯზე. ამაზე საუბრობთ თავმომწონეთ ამ ტრიბუნიდან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42