„მართალია თქვენი უფროსის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილებს ოჯახის მსგავსად არ ხართ მოწყვეტილი რეალობას, რომ „ტიკ-ტოკის“ ვიდეოებით ერთობოდეთ, როდესაც დაზაფრული ქართველი ხალხი ელოდება მშიერ ზამთარს და არ იცის თავი როგორ გადაირჩიონოს, მაგრამ არანაკლებ მოწყვეტილი ხართ რეალობას და მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ოპოზიციას კი არა, ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას. მინდა შეგახსენოთ, ვის ესაურებით. ესაუბრებით იმ ხალხს, სადაც ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში. თავი რომ მოგაქვთ აქ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა. ჩემთვის უცნაურია ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა თუ გქონდათ 8 წლის მანძილზე და თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით და ამ ხელისუფლების წევრიც ხართ, ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა, ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით, რაზე გვესაუბრებით საერთოდ, როცა ლარის კურსი თავისუფალ ვარდნაშია და გაღატაკებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ? როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული და დაშლილი, არამედ პროფესიულიც.
ახლა რომ გვესაურებრით ქუთაისის აეროპორტი უნდა გავაფართოვოთო, აქამდე რას აკეთებდით? 8 წელია ხელისუფლებას მართავთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ახალი აეროპორტი ააშენა. დღევანდელმა ხელისუფლებამ - არც ერთი იმიტომ, რომ იცით რაში ხარჯავთ ბიუჯეტში შემოსულ სახსრებს? საკუთრი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში უაზრო თანამდებობებზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს არავისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა.
მასალის გამოყენების პირობები






