რატომ ამოწმებენ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიას - საგამოძიებო სამსახურის განცხადება
პოლიტიკა - 15:32, 18 Sep, 2020     717
მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, ენზელ მკოიანის განცხადებამ და მის მიერ გავრცელებულმა ვიდეო მასალამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოწივია.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველი კადრები გაავრცელა. მკოიანი ფაქტს, წინასაარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.

თავის მხრივ საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ გამოძიება მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე დაიწყო და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ აღნიშნული ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მკოიანის განცხადებებისა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას.

გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოსდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.“-აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42