“საავადმყოფოებში სრული ქაოსია - კოვიდდადასტურებულ, საკარანტინე და სხვა ავადობის მქონე პაციენტებს ერთ სივრცეშიათავსსებენ“ - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 15:28, 18 Sep, 2020     762


„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას კატასტროფულად აფასებს და მიაჩნია, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მისივე თქმით, მდგომარეობა უარესდება და სრული ქაოსია საავადმყოფოებსა და საკარინტინე სივრცეში. ამ ფონზე, მისთვის უცნობია რეალურად რას აკეთებს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო შექმნილი ქაოსური მდგომარეობის დასაძალევად.

„კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, სამწუხაროთ, დღითიდღე იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადოდ მომზადებულიყო ეპიდემიის მორიგი ტალღისთვის, ჩვენ დღეს ვხედავთ სრულ ქაოსსა და უმოქმედობას. ჩვენ გამოგივგზავნეს კადრები საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოდან, პალატების გადავსების გამო, პაციენტებსკორიდორში და ჰოლში აწვენენ. კოვიდდადასტურებული პაციენტებს, ასევე, საკარანტინე პაციენტებს და პასუხის მომლოდინე პაციენტებს ერთ სივრცეში ათავსებენ. ამასთან, მკურნალობის არანაირი პირობა არ არის და ქაოტურადაა გადანაწილებული პაცინეტები. ეს ხდება ახლა, საწყის ეტაპზე, მაშინ როცა, მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ, წინს გველის. როგორც ირკვევა რამდენიმე ასეული შემთხვევის პირობებში უკვე ადგილები არ გვაქვს და ქაოტურ მდგომარეობაში ვვარდებით. გსმენიათ რაიმე ინფექციების, შიდა ინფექციების კონტროლზე ან პაციენტთა ნაკადის მართვის შესახებ? როგორ შეიძლება ერთ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ინფექციური, კოვიდ 19-ით ინფიცირებული, არაინფექციური პაციენტი ერთად მოვათავსოთ? ეს ხომ ეპიდაფეთქების ახალ წყაროს შექმნის, სხვა არაფერი მომხდარა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში საწყის ეტაპზე, როდესაც კლინიკებში გავრცელდა აღნიშნული ვირუსი, რამაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. ამ ფონზე პრემიერი გახარია გამოდის და ამაყობს რომ საქარტველო მწავენ ზონაშია. მე მას ვეკითხები რას აკეთებდით მარტიდან მოყოლობეული და რატომ არ შევხდით მეორე ტალღას მომზადებული. პაციენტებს შესასვლელებში და კორიდორებში ათავსებენ, ეს არის უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურურობა და დანაშაული. შვიდი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი მოვითხოვდით, რომ წარმოგვიდგინეთ სამოქმედო გეგმა, მოუსმინეთ სხვა სპეციალისტებს და თქვენ არაფერი არ შეისმინეთ. აღარაფერს ვამბობ აჭარის რეგიონზე, სადაც სრული კატასტროფა და ქაოსი ხდება.

ხელისფლებას ვთავაზობთ, რომ რეალურად დავთვალოთ რა რესურსი გვაქვს, როგორ ხდება ამის მობილიზება, სად რას ვანაწილებთ და სამედიცინო პერსონალს როგორ ვატრენინგებთ. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გეგმა კი არ დავდოთ, თუ როგორ ვიმოქმედებთ 2021 წელს, არამედ ეს უნდა იყოს ყოველდღიური გეგმა, რომელიც უნდა მიცავდეს რას ვაკეთებთ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პუნქტებთან დაკავშირებით, სად და როგორ ვათავსებთ პაციენტებს, რათა არ მოხდეს ინფექციურის და არაინფექციური პაციენტების ერთმანეთში აღრევა, ამის დალაგება მენეჯმენტურად შესაძლებელია და მთავრობისგან მოვითხოვთ ეს გააკეთოს და თუ ამას ვერ აკეთებენ დავეხმარებით, ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ერთმანეთის მტრები არ ვართ. მაგრამ დღეს მათ არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც გვეკითხებიან სამწუხაროდ არაფერს. შედეგი კი იქნება კატასტროფული, " - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42