თქვენი ნათქვამია, ლარი როგორც არასდროს ისეთი ჯანსაღიაო, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ჩვენ რომ გვაბრალებთ, თითქოს ომის დროს გავრბოდით, აი, მაგ სიმართლით იარეთ მართლა, - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 15:06, 18 Sep, 2020     848


ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილი და ხელისუფლებას ერთადერთ იმედად კორონავირუსი დარჩა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია.

„400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42