ლავროვის განცხადება პირდაპირ მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ "ქართული ოცნების" და საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი პარტიების-თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 15:00, 18 Sep, 2020     935

"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე საუბრობს. როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქართველოს შიდა პროცესებში ჩაერევა.

"ცნობილია, რომ რუსეთი შეეცდება საარჩევნო პერიოდში ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩიც.

აღნიშნული განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბატონი ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოში დაანახოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატიობა. ამასთან მისი განცხადება აგვისტოს ომზე, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩვენი ჯარის მომზადებასა და ამ ომის დაწყების საქართველოზე გადაბრალება სამწუხაროდ ემთხვევა „ქართული ოცნების" ნარატივს.

მეტიც, როდესაც მცოცავი ოკუპაციის ფონზე „ოცნება" აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და ის არის გარანტია სტაბილურობის და მშვიდობის, სწორედაც აძლიერებს ამ განწყობებს.

ის, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია 2008 წელს და დღესაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციას აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილია მათ მიერ და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპის პატივისცემით, ქვეყნის სრული დეოკუპაციით და რუსული საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანით" - თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42